ჩინეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება

02 აპრილი 2022, 14:37 4613 ნახვა

გერმანიამ თავი უნდა აარიდოს რუსეთის სამიზნედ გახდომას - ამის შესახებ განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს. რობერტ ჰაბეკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებისთვის ეს რთული გასაგებია,  პოლიტიკაში არ არსებობს უნაკლო  მორალური პოზიციები. ყოველთვის არსებობს კომპრომისები, რათა თავიდან აიცილონ რაიმე უარესი. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯების საფუძველი“.“როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთში სანქციებს ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი ეფექტი მთელ მსოფლიოზე გავრცელების რისკს შეიცავს.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თქმით, პეკინი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებით გლობალურ ეკონომიკას ეხმარებოდა. მოლდოვა ვერ შეუერთდება ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან ამან შესაძლოა ქვეყანა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახბე მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. სანდუს თქმით, უკრაინაში ომი უკვე ახდენს გავლენას მოლდოვის ექსპორტსა და იმპორტზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში