არჩევნებზე საქართველომ კიდევ ერთი დემოკრატიის ტესტი უნდა ჩააბაროს - მამუკა ბახტაძე

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1919 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართება.  

''დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს რამდენიმე დღეში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს - ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი'' - თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე. 

მამუკა ბახტაძის განმარტებით, მთავრობამ არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად ყველაფერი გააკეთა.

„ამ არჩევნებზე საქართველომ კიდევ ერთი დემოკრატიის ტესტი უნდა ჩააბაროს და მე მჯერა, რომ ამ ტესტს ჩვენ ყველა ერთად, თითოეული ჩვენი მოქალაქე ჩავაბარებთ ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება'' - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში