ჩურჩხელების ამოვლება, ყურძნის დაწურვა, შეშის კოშკების აწყობა და ბევრი ეკო-პროდუქტი - ფესტივალი

04 ოქტომბერი 2018, 00:00 5257 ნახვა

ზაფხულის ცხელ დღეებში მაღალმთიანი აჭარაში თუ ვერ მოხვდით, ვერ დააგემოვნეთ ნატურალური პროდუქცია და ვერ მოახერხეთ განტვირთვა, საშუალება გაქვთ ეს დანაკლისი მცირედით მაინც აინაზღაუროთ.

ბათუმის შუაგულში, ევროპის მოედანზე, ორი დღის განმავლობაში  მთიდან უგემრიელეს და ნატურალური პროდუქციას ჩამოიტანენ და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ტურიზმის დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ მოქალაქეებს ადგილზე ჩურჩხელების ამოვლება შეეძლებათ.  ასევე მთისთვის განუყოფელი სინორი და ბორანოს მომაზდებასაც ადგილზე  ასწავლიან. ბავშვები და მოზარდები კი საწყნახელში ერთჯერადი რეზინის ბოტებით ყურძნის დაწურვასაც შეძლებენ.

ევროპის მოედანზე თქვენი ძალების გამოცდა შეშის დახერხვასა და დაჩეხვაში შეგეძლებათ. ადგილზე ჭაჭასაც გამოხდიან. მეტი საზეიმო განწყობისთვის შეშით კოშკების აგებასა და ბაგირის ქვეშ გაძვრომაში შეჯიბრებები მოეწყობა.

ვეროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ შემოდგომაზე უკვე მე-4 იმართება.  უკვე ტრადიციულად ქცეულ ფესტივალზე ტრადიციულად დიდი დოზით არის აჭარული ფოლკლორი. წელს ფესტივალს უხუცესთა ქორეოგრაფიული  ანსამბლი ,,ბერმუხა" გახსნის.  ფესტივალის ორგანიზატორები მოქალაქეებს 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე ელოდება.

ფესტივალი ზვიად ბოლქვაძისა და სოფო ბათიაშვილის კონცერტით დაიხურება. 

ორდღიანი ფესტივალის განრიგი:

 

  1. ოქტომბერი

 16:00-17:20  ფესტივალი განდაგანას ოფიციალური გახსნა

  • „ბერმუხა“  
  • ფოლკლორ შოუ:  ანსამბლი ,,ელესა" და სახელწიფო ქორეოგრაფიული
  • ანსამბლი „ხორუმი“
  • საბავშვო თამაშები და აქტივობები
  • 17:20 -17:40   მასტერკლასები და აქტივობები -  ცეკვის მასტერკლასი, ჩურჩხელების ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, შეჯიბრება შეშის დახერხვასა და დაჩეხვაში.

           17:40 – 18:40  ლაზური ფოლკლორული შოუ, ანსამბლები „ათძალი“ და „კოლხა“

           18:40 -19:00    მასტერკლასები და აქტივობები - შეჯიბრება შეშის კოშკების აგებასა და    ბაგირის ქვეშ გაძვრომაში.

           19:00 - 20:30   ბენდი „ასეა სულ“

           20:30 - 23:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“

6 ოქტომბერი

16:00-17:20  ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მაჭახელა"- ცეკვა თოფებით

                     ცეკვისა და სიმღერის ფოლკლურული შოუ: ანსამბლი ,,ქობულეთი

                      საბავშვო თამაშები და აქტივობები

17:20 -17:40 მასტერკლასები და აქტივობები - ჩურჩხელების ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, აჭარული კერძების მომზადების კულინარიული მასტერკლასი 

17:40 – 18:40 სიმღერისა და ცეკვის შოუ - სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი"

18:40 – 19:10   ყურძნის დაწურვა საწნახელში

19:10 – 20:00   ფოლკლორული შოუ: ანსამბლები „ ფესვები“ და „შუახევი“

20:00 - 22:30   ზვიად ბოლქვაძე

                         სოფო ბათილაშვილი

                         ბენდი „ნიუტონი“

 

ამავე კატეგორიაში