რატომ არის ქობულეთში წყალი დაბინძურებული - ხმაური საკრებულოს სხდომაზე

23 აგვისტო 2018, 00:00 1873 ნახვა

ქობულეთში საკრებულოს სხდომაზე  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ხმაური გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატის, ლელა ვერულიძის მიერ დასმულმა კითხვებმა, დეპუტატმა  სოფელ ხუცუბნიდან  ჩამოტანილი მღვრიე და ბინძური წყალი  მერის მოადგილეს მიუტანა და  დაინტერესდა  რატომ იყო წყალი დაბინძურებული მაშინ, როცა წყალსადენ სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა,ვერულიძემ პრეტენზია  გამოთქვა, მივლინებებთან დაკავშირებითაც , მისი თქმით   თანხები უშედეგოდ იხარჯება.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი  მივლინებების საფუძველზე  სასარგებლო ღონისძიებები იგეგმება. დღესვე ბიუჯეტში  შევიდა ცვლილებები. ეკონომიების სახით  დარჩენილი მილიონამდე ლარი სხვადასხვა  ინფრასტრუტურულ ღონისძიებებს უნდა მოხმარდეს.

ამავე კატეგორიაში