ორი წლის წინ დაწერილი ქვეპროგრამა და გაიაფებული ნიორი

21 აგვისტო 2018, 00:00 2028 ნახვა

ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით. აგროპროექტების მართვის ცენტრი 48 ტონა „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სათესლე მასალას შეისყიდის, რომელსაც თანადაფინანსებით დაინტერესებულ ფერმერებს გადასცემს.

ფერმერებს მასალის შეძენა ღირებულების 30 პროცენტის გადახდის შემთხვევაში შეეძლებათ.

ეს ქვეპროგრამა შარშან ჩავარდა, მიზეზად შეწყვეტილი და ჩავარდნილი ტენდერები დასახელდა. წელს კი იგივე ოდენობის თანხა გამოიყო.

უკრაინული ჯიშის ნიორს აჭარაში 2014 წელს დაფუძნებული შპს „ქართული მოცვი“ შემოიტანს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში