ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადგილმდებარეობა შესაძლოა შეიცვალოს

01 აგვისტო 2018, 00:00 41831 ნახვა

გაუქმდება თუ არა საერთაშორისო აეროპორტი ბათუმში? თემაზე ბოლო პერიოდია მსჯელობს მმართველი გუნდი. ინიციატივას ადასტურებს “ქართული ოცნების”  წევრი უმაღლეს საბჭოში, განხილვების შესახებ ინფორმაციას კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ტურისტულ ქალაქში არსებული აეროპორტის ალტერნატივად განიხილება აეროპორტის გახსნა გურიის სოფელ მერიაში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ან ქობულეთში. ამაზე ორი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძეც საუბრობდა, ოღონდ არა ბათუმის აეროპორტის გაუქმების სანაცვლოდ. რაც შეეხება ბათუმის სანაპიროს, ანუ იმ ადგილს სადაც აეროპორტი მოწყობილი – ტერიტორიის საინვესტიციოდ მომზადება იგეგმება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში