ხადას ხეობაში, 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

09 ივლისი 2018, 00:00 1686 ნახვა

ხადას ხეობაში, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

გარდაცვალების ფაქტი ჟურნალისტებს, დუშეთის გამგებელმა ზურაბ სეხნიაშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, მცირეწლოვანის ცხედარი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. ბავშვის მშობლების ცხედრები მაშველებმა, რამდენიმე დღის წინ ნახეს.

„მთის ამბების“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქეები კარავში იყვნენ დაბანაკებული. ისინი  ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადას ხეობის მცხოვრები არ არის.

მოსახლეობის თქმით, მწყემსი დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ თქვა, რომ ბავშვი ტიროდა და ამის გამო მოკლა.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, მარნეულში ცხოვრობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი