საკრებულოს სხდომა ქედაში

15 ივლისი 2016, 00:00 1766 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა. დეპუტატის შენიშვნები მოჰყვა  ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭების და საჯარიმო სანქციების ამოქმედებას. ვაჟა ბოლქვაძეს და  უშანგი ბერიძეს მიაჩნიათ, რომ საჯარიმო სანქცია მხოლოდ ქედის ცენტრში და აწგესის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, სადაც ნაგვის ურნები განთავსებულია. ოპოზიცია ასევე შენიშვნა ჰქონდა, საკრებულოს 2016 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ, ვაჟა ბოლქვაძის თქმით თავმჯდომარეს პირველი-ორი კვარტლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში არ წარუდგენია. ამირან ცინცაძის განმარტებით, სოფლებში ნაგვის ურნები უახლოეს მომავალში დაიდგმება. მისივე განმარტებით, პირველი კვარტლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში სხდომაზე გაიტანა, მეორე კვარტლისას კი მომდევნო სხდომაზე წარადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი