რა დაახატეს მატარებელს, რომლის გამოც შსს-მ საქმე აღძრა

11 მაისი 2018, 00:00 2718 ნახვა

ფოტო: Natia Kirchkheli

8 მაისს, დაუდგენელმა პირებმა ბათუმი-თბილისის მატარებელი მოხატეს.

დილით მისულ მგზავრებს,  მატარებელის მეოთხე ვაგონის კედელზე "streetart"-ი დახვდათ. 

ფაქტით შეშფოთებულმა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, ფაქტს ვანდალური უწოდა და საქმის გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 

უწყებამ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი