ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ინგლისის ხუთი კლუბი ითამაშებს

07 დეკემბერი 2017, 00:00 3324 ნახვა
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისის 5 კლუბი ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გადავიდა.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მსგავსი პრეცენდენტი არ მომხდარა, მხოლოდ 2015/16 წლების სეზონის ლიგაზე ესპანეთს ჰყავდა 5 კლუბი (რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, სევილია, ვალენსია), მაგრამ მხოლოდ სამმა კლუბმა მოიპოვა პლეიოფში თამაშის უფლება.

გუნდები, რომლებიც მერვედფინალში გავიდნენ:

ინგლისი - მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემ ჰოტსფური, ჩელსი და ლივერპული.
ესპანეთი - მადრიდის რეალი, ბარსელონა და სევილია.
იტალია - ტურინის იუვენტუსი და რომა.
გერმანია - მიუნხენის ბაიერნი.
საფრანგეთი - პარისენჟერმენი.
პორტუგალია - პორტო.
შვეიცარია - ბაზელი.
უკრაინა - დონეცკის შახტარი.
თურქეთი - ბეშიქტაში.

მიმდინარე გათამაშება პორტუგალიურმა ბენფიკამ ნული ქულით და ერთი გატანილი ბურთით დაასრულა. ყველაზე მეტი ბურთი პარიზელებმა გაიტანეს - 25 გოლი. რაც შეეხება ქულებს, მხოლოდ 2 ქულა დაკარგა ტოტენჰემმა და მათ ჯამში 16 ქულა მიიწერეს. ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ბურთი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა - 9 გოლი.
.
ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში