ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს პრემიერაა

24 ივნისი 2016, 00:00 1832 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის  ემზადება. დღეს 20 საათზე  დასი სპექტაკლს `სინდრომი ანუ ვის უგალობს ვისაო” წარმოადგენს. პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე დრამატული თეატრის ახალ სცენაზე დეკორაციებს  ამზადებენ. პოლონელი დრამატურგის  სლავომირ მროჟეკის  პიესა რეჟისორმა  და ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა  ანდრო ენუქიძემ დადგა.  წარმოდგენა 57 წუთის  განმავლობაში გრძელდება. აბსურდის ჟანრში დადგმული წარმოდგენა თანამედროვეობის  აქტუალურ პრობლემებს  ეხმიანება.  რეჟისორის  შეფასებით დღეს  პრემიერაზე მისულ მაყურებელს  საინტერესო  სანახაობა  ელოდება . `სინდრომი ანუ ვის  უგალობთ ვისაო” ჩვენება 25 და 26 ივნისსაც გაიმართება. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი