ფესტივალი ''თეატრალური იმერეთი 2016''

21 ივნისი 2016, 00:00 3113 ნახვა

ფესტივალი ''თეატრალური იმერეთი 2016'' ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიხსნა. პირველ დღეს ქუთაისის თეატრის დასმა სპექტაკლი ''დასში მხოლოდ ქალიშვილები არიან'' წარადგინა. ფესტივალის ფარგლებში სულ 18 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. ჟიური გამარჯვებულს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენენ. ჟიურის თავმჯდომარე თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეა, ჟიურის შემადგენლობაში არიან მწერალი თემურ ლანჩავა და თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი. ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება. 

ამავე კატეგორიაში