დისკუსია ადამიანის უფლებებზე

23 აგვისტო 2017, 00:00 1368 ნახვა

ბათუმში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის  და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე  ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს.

აჭარაში გენდერული ბალანსის დარღვევას, დასაქმებულთა უფლებების დარღვევას და ძალადობის ფორმებს გაესვა ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს ერთ-ერთ დადებით კომპონენტად სწორედ ადამიანის უფლებებზე მუშაობა დასახელდა. შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში