სასამართლო პროცესი

21 აგვისტო 2017, 00:00 1344 ნახვა

11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებული 6 პირის  სასამართლო პროცესი 23 აგვისტოს ჩაინიშნა. დაცვის მხარე  დღევანდელი პროცესის  გადადებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ხუთივე მოწმე დაკითხა.

როგორც ადვოკატები ამბობენ, დაკითხული მოწმეებს საქმესთან შემხებლობა არა აქვთ. პროცესის გადადების კიდევ ერთი მიზეზი საპროცესო შეთანხმება იყო. როგორც სხდომაზე ითქვა. ბრალდებისა და დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლაშა დეკანაძე შეთანხმებაზე ხელის  მოწერას არ აპირებს, რადგან უფლებადამცველის თქმით, ის უდანაშაულოა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში