გახსნილი დანაშაული

16 აგვისტო 2017, 00:00 2211 ნახვა

სამართალდამცავებმა თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 2015 წლის 5 დეკემბრიდან 2016 წლის17 ნოემბრამდე პერიოდში, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საკუთარ სახელზე გაფორმებულ, სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ.

შემდეგ, ამავე დაზღვეული ავტომანქანების გამოყენებით, ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს - განზრახ შეჯახებებს ახდენდნენ. ბრალდებულები მომხდარი ავტოავარიების შესახებ სადაზღვევო კომპანიებს ატყობინებდნენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს, დაახლოებით, 33, 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს

ამავე კატეგორიაში