11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებული 9 პირი პატიმრობაში რჩება

07 ივლისი 2017, 00:00 2628 ნახვა

67 ათასი ლარის ზარალი მიადგა 11-12 მარტის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს აჭარის საპატრულო პოლიციას.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაზარალებულის სტატუსით დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოკითხეს, რომელიც ამბობს, რომ ავტომანქანების გარდა, დაზიანდა და დაიკარგა უწყების სხვა კუთვნილი ნივთები, რომელთა ნაწილი დამწვარ მანქანებში იყო.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში