ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ შესაძლოა შიმშილობა შეწყვიტოს

26 ივნისი 2017, 00:00 2472 ნახვა

ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ შესაძლოა შიმშილობა შეწყვიტოს. ამის შესახებ ,,მთავარს” ინფორმაცია, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიაწოდა. გიორგი ლაბაძის თქმით, პროტესტის ამ ფორმას ბრალდებულმა მას შემდეგ მიმართა, რაც  ბათუმის საქალაქო სასამართლომ იგი პატიმრობაში დატოვა და გირაოს შეფარდებაზე უარი განაცხადა.

დაკავებულის ადვოკატ გოგა ონიანის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი მე-6 დღეა შიმშილობს. ამბობს რომ ირაკლი ჩხვირკიასთან საკანში ოთხის ნაცვლად, ექვსი პატიმარი იმყოფება. მეორე ადვოკატი კი ჩხვირკიას საპატიმროში ხვალ მოინახულებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩხვირკია შიმშილობის გამოცხადების დღიდან, სამარტოო საკანში იმყოფება. უწყების განმარტებით, მისი ჯანმრთელობა სტაბილურია . იგი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი