რატომ შეფერხდა გონიოს ხიდის რეაბილიტაცია?

03 ივნისი 2016, 00:00 3323 ნახვა

გონიოს ხიდის სარეაბილიოტაციო სამუშაოების შეჩერება გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემას ქმნის, კომპანია კი სამუშაოების დასრულებას არ ჩქარობს - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ კომპანია ზიმო 7, რომელმაც ხიდის რეაბილიტაციის ვალდებულება ჯერ კიდევ გასულ წელს აიღო არსებული ტექნიკა სხვა დაკვეთის შესასრულებლად გადაიტანა. საქართველოს გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ხიდის რეაბილიტაცია პირველ ივნისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების გაჭიანურება პროექტში ცვლილებების აუცილებლობამ გამოიწვია. მათი თქმით, ხიდის სრულ რეაბილიტაციას დამატებით ერთი თვე დასჭირდება. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში