სკოლისთვის განკუთვნილ შენობაში ქელეხის ინვენტარი ინახება

24 მაისი 2017, 00:00 2099 ნახვა

რატომ არ გაიხსნა სკოლისთვის აგებულ შენობაში სკოლა? ფული დაიხარჯა, თუმცა შენობას არ აქვს ის ფუნქცია რაც მოსახლეობას უნდოდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქედაში, სოფელ ტაკიძეებში ადგილობრივების მოთხოვნით სკოლისთვის სახლი აშენდა, სადაც თავშეყრის ადგილიც უნდა ყოფილიყო, თუმცა დღესდღეობით აქ მხოლოდ საჭირო ნივთებს ინახავენ და დროგამოშვებით იკრიბებიან.

რესურსცენტრში ამბობენ, რომ დაწყებითი სკოლის გასახსნელად აქ ბავშვების არასაკმარისი რაოდენობაა, მოსახლეობა კი აპროტესტებს ფაქტს, რომ მოსწავლეებს გვერდით სოფელში, სკოლაში მისასვლელად, განსაკუთრებით ზამთარში, კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ. აქ კი ზამთარი საკმაოდ ხანგრძლივია. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში