დეკანოზი საპატრიარქოს იურისტს უჩივის

22 მაისი 2017, 00:00 1726 ნახვა

დაკავებული გიორგი მამალაძის ადვოკატი საპატრიარქოს იურისტს  სიცრუეში ადანაშაულებს. ის საპატრიარქოს ადვოკატის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს, უახლოეს დღეებში, აპირებს. მიხეილ რამიშვილის თქმით, საპატრიარქოს იურისტის განცხადება იყო ცილისწამება და ღირსების შემლახველი.

საპატრიარქოს იურისტმა განცხადება გუშინ გააკეთა, სადაც აღნიშნავდა, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, ესპანეთში კომპანია დააფუძნა, რომლის საშუალებით მას 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განეხორციელებინა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ეს მონაცემები და საქმეში არსებული ხელშეკრულებები, რომლებზეც უკრაინის მოქალაქეების და მამა გიორგის ხელმოწერები არსებობს, იძლევა საშუალებას, ივარაუდონ, რომ მამა გიორგი, შესაძლოა კრიმინალური დაჯგუფების უკან იდგეს, რომელიც ფულის გათეთრებასთან არის კავშირში. 

უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილი დაკავებული დეკანოზის მოსანახულებლად დღეს დილით შევიდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი