სამეფო გუნდი ფინალშია

11 მაისი 2017, 00:00 1901 ნახვა

დასრულდა მადრიდული დერბი ვისენტე კალდერონზე. მატჩის პირველი ტაიმი "ატლეტიკოს" გამარჯვებით 2:1 დასრულდა, ატლეტიკოს მხრიდან 12-ე და 16-ე წუთებზე თავი ნიგეზმა და გრიზმანმა გამოიჩინა, ხოლო მადრიდის რეალის ფეხბურთელებიდან კი 42-ე წუთზე ისკომ. მეორე ტაიმი უგოლოდ წარიმართა, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი მატჩის ჯამში მადრიდის "რეალმა"  4:2 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურიც მოიპოვა. 

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს უელსში, ქალაქ კარდიფში გაიმართება მადრიდის რეალსა და ტურინის იუვენტუსს შორის.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში