ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება გამოაცხადეს

20 აპრილი 2017, 00:00 3297 ნახვა

 ფონიჭალაში მოკლული 35 წლის ნანა რომანაძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი, 12 ნაფიცი მსაჯულიდან 10-მა დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრი, ხათუნა თხილაიშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ნაფიცმსაჯულებმა გადაწყვეტილება ნახევარი საათის წინ გამოაცხადეს.

ხვალ, დღის სამ საათზე, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  გაგამოაცხადებს სასჯელის ზომას. სამართალდამცავები სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.  

ფონიჭალაში მკვლელობა გასული წლის თებერვალში მოხდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, 35 წლამდე ქალი სამზარეულოში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს, მას ცივი იარაღით  44 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მოკლული იყო მცირეწლოვანი გოგონაც,  მკვლელმა  კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი მოუკიდა. 

მოგვიანებით სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ხაბელაშვილი დააკავეს. ის კარგად იცნობდა გარდაცვლილ დედა-შვილს და მის მეუღლეს.  დაკავებულმა თავდაპირველად ბრალი აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენებაზე უარი თქვა და ჩვენების შინაარსი პოლიციის მხრიდან ზეწოლით ახსნა.

 ხაბელაშვილის წინააღმდეგ სამართალდამცავების მთავარი მტკიცებულება მკვლელობის იარაღზე  და ლომბარდში ჩაბარებული მოკლულის ძვირფასეულობაზე აღმოჩენილი დეენემის კვალია. 

ზემო ფონიჭალაში მოკლული დედა, 35 წლის ნონა რომანაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთიდან იყო, იგი თბილისში მეუღლესთან და შვილთან, მარიამ მამფორიასთან ერთად ცხოვრობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი