დიარბაქირში დაუპირისპირების დროს ორი ადამიანი დაიღუპა

16 აპრილი 2017, 00:00 1456 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი რესპუბლიკაში მიმდინარე რეფერენდუმს ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის დღედ აფასებს. ამის შესახებ, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ამომრჩევლები მას აპლოდისმენტებით დახვდნენ.

ქალაქ იზმირში დააფიქსირა საკუთარი აზრი თურქეთის პრემიერმა. ბინალი ილდირიმის თქმით, ხელისუფლება ნებისმიერ შედეგს პატივს სცემს.

დიარბაქირში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

დღევანდელ საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში 55 მილიონი მოქალაქე დარეგისტრირდა. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, 2019 წლიდან უნდა გაეზარდოს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსულება. ხელისუფლება სახელმწიფოს ძირითად კანონში 18 ფუნდამენტური შესწორების შეტანას გეგმავს. რეფორმა პრემიერის პოზიციის შესუსტებას, პარლამენტში დეპუტატების რიცხვის 550-დან 600-მდე გაზრდასა და სასამართლო სისტემაში ცვლილებებსაც გულისხმობს.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი