80 წლის საიუბილეო საღამო

30 მარტი 2017, 00:00 2022 ნახვა

ხვალ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის 80 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი საღამო გაიმართება. შემოქმედებით საღამოზე 11 ნაწარმოები შესრულდება. საღამოს  ცნობილი კომპოზიტორი გიგა შავერზაშვილი წაიყვანს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა, ასევე ბათუმის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი“. კონცერტი  ხვალ, საღამოს 7 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში