კახა ერისთავის გამოფენა

23 აპრილი 2024, 20:50 914 ნახვა

„უკან ნათელი მომავლისკენ“- ასე ჰქვია მხატვარ კახა ერისთავის გამოფენას, რომელსაც დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ნახავთ. როგორც მხატვარი ამბობს, ესაა ერთგვარი ავტობიოგრაფიული ნამუშევრები და ამ ნამუშევრებში წარმოჩენილია ძირითადად ის პერსონები და სიუჟეტები ცხოვრებიდან, რამაც მასზე, როგორც პიროვნებაზე, დიდი გავლენა მოახდინა. აღსანიშნავია, რომ კახა ერისთავი აქტიური ახალგაზრდა მხატვარი იყო, თუმცა 30 წლის განმავლობაში მას თითქმის არაფერი დაუხატავს. ამბობს, რომ 4 წლის წინ ისევ აიღო ფუნჯი და ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი