საკონცერტო დარბაზი ''Black sea arena''

24 მაისი 2016, 00:00 17394 ნახვა

საკონცერტო დარბაზი ”ბლექ სი არენა” ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. საკონცერტო დარბაზი შეკვეთილთან ახლოს აშენდა და ის 8 ათას 700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ძვირადღირებული ტექნიკითაა აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული. მშენებლობა 2008-2009 წლებში „ქართუ“-ს ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საკონცერტო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი