9  პირს პატიმრობა შეეფარდა

20 მარტი 2017, 00:00 3507 ნახვა

დაკავებული პირების საქმეზე სასამართლო პროცესი დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა  ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა და 9-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა. 11-12 მარტის მოვლენებზე კიდევ 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამი  დღის წინაც  შეუფარდა, ერთი  კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 16 პირის საქმის არსებითი განხილვა   8 მაისს 14 საათზე დაიწყება. მათ ბრალად ედებათ მასობრივი არეულობის ორგანიზებაში მონაწილეობა, პოლიციელებზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა.

ამავე კატეგორიაში