მოსწავლეთა სპორტული ოლიმპიადა

11 მარტი 2017, 00:00 1458 ნახვა

მოსწავლეთა სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები მიმდინარეობს ქედის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის. შეხვედრა გაიმართა მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში. მომდევნო დღეებში მხიარულ სტარტებსა და მინი ფეხბურთში გაიმართება. გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. წარმატებული გუნდი და სპორტსმენები ბათუმში, რაიონულ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. მოსწავლეთა სპორტულ ოლიმპიადას ქედის გამგეობა 8 ათას 800 ლარით აფინანსებს. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს და მასში 16 სკოლა მონაწილეობს. ოლიმპიადა 25 თებერვალს დაიწყო და აპრილში დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი