დეკანოზს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდება

25 თებერვალი 2017, 00:00 2319 ნახვა

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებს. როდის დაკითხავენ ბრალდებულს ჯერ კიდევ უცნობია. საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ დაუბარებიათ არც საპატრიარქოს მდივან - რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. დეკანოზი გიორგი მამალაძე მზად არის ჩვენების მისაცემად, თუმცა გუშინ პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულება ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დატოვა. მისი ინტერესების დამცველები დაკავებული გიორგი მამალაძისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე საუბრობენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში