პროკურატურის განცხადება

13 თებერვალი 2017, 00:00 1737 ნახვა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ერთ-ერთ მოქალაქეს სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა-განაცხადა მთავარმა პროკურორმა საგანგებო ბრიფინგზე. ირაკლი შოთაძის თქმით, ციანიდის გამოყენებით მამა გიორგი მამალაძეს, როგორც განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან შხამიანი ნივთიერება, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი. თუმცა მთავარ პროკურორს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. დანაშაულს დეკანოზი გიორგი მამალაძე, როგორც პროკურორმა განაცხადა არ აღიარებს. ირაკლი შოთაძის განცხადებით მამალაძის დაკავების შემდეგ ბარგის ჩხრეკისას ამოღებულია ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.  პროკურატურის ინფორმაციით დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში