საკონსტიტუციო  სარჩელი 

07 თებერვალი 2017, 00:00 2614 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო რელიგიური ორგანიზაციების - „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“,„ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის“,„სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“,„დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის საქართველოში“ და “სახარების რწმენის ეკლესიის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან იმ წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი