ხანძრით დაზარალებულები მოინახულეს

30 იანვარი 2017, 00:00 2920 ნახვა

ხანძრით დაზარალებული ოჯახები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ბათუმის მერმა გუშინ საღამოსვე მოინახულეს. ოჯახები დროებით საცხოვრებელში იქამდე დარჩებიან, ვიდრე სხვა სახის დახმარების საკითხი არ გადაწყდება. საჭირო ხარჯებს კი ქალაქის მუნიციპალიტეტი გაიღებს. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები ან კომპენსაცია გადაეცემათ, რაზეც აჭარის მთავრობა უახლოეს პერიოდში იმსჯელებს.

ამავე კატეგორიაში