საბიუჯეტო პროგრამების ადვოკატირება

10 ივნისი 2021, 17:32 871 ნახვა

საბიუჯეტო პროგრამების ადვოკატირება

# კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა პროექტს ეთმობა.

დღევანდელი , 10 ივნისის გადაცემაში ვისაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ ერთ-ერთი | პროექტის „ქალები დემოკრატიული ჩართულობისთვის“ ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაზე. აღნიშნული ჯგუფები ქედის , შუახევისა და ხულოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მათ მიერ შემუშავებული საბიუჯეტო პროგრამების ადვოკატირებას ახდენენ .

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მარიამ ხოზრევანიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი თამუნა ქარცივაძე.