# „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“

27 ივნისი 2025, 17:32 66 ნახვა

# „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“

#კონტაქტი

ორწლიანი პაუზის შემდეგ ლიტერატურული კონკურსი - „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“ ბათუმში მეთოთხმეტედ გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ნაწარმოებების წარდგენის ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ . ფინალური ეტაპი 29 ნოემბერს ჩატარდება.

ნომინაციებში - პოეზია და მინიატურული პროზა- გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემა. ორივე ნომინაციაში გამარჯვებული ავტორისთვის დაწესებულია ქართველი პოეტისა და მთარგმნელის ნინო ნეკერიშვილის სახელობის პრიზი „ნეკერა“. კონკურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო ნაწარმოებები კრებულად გამოიცემა .

დღევანდელი, 27 ივნისის გადაცემა ამ თემას დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის ლიტერატურული კონკურსის - „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი ზაზა ფირცხალაიშვილი და წინა კონკურსების ფინალისტები მზია სალვარიძე და სულხან წულუკიძე.