# კერამიკული სიმპოზიუმი „ბრილი-არტი“
#კონტაქტი
15 -29 ივლისს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გაიხსნება კერამიკული სიმპოზიუმი „ბრილი-არტი“.
დღევანდელი , 4 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ კერამიკული სიმპოზიუმის მიზანზე , მის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, ტურისტების მოზიდვის და ბრილის მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაში კერამიკული სახელოსნოს ფუნქციონირების მნიშვნელობაზე , ამ პროცესებში შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის მუზეუმის ჩართულობაზე.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ლია კასპელაშვილი — პროექტის ავტორი , კერამიკის დიზაინერი, სოციალური საწარმოების „ანდამატი“ და „ბრილი-არტი“ დამფუძნებელი.
ტელეფონით გვერთვებოდა ფრიდონ დავითაძე- შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი .