# შავი ზღვის თაფლის ფესტივალი

21 ივლისი 2025, 17:38 132 ნახვა

# შავი ზღვის თაფლის ფესტივალი

#კონტაქტი

16-17 აგვისტოს აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გაიმართება შავი ზღვის თაფლის ფესტივალი.

აღნიშნული ფესტივალი ბათუმისთვის ტრადიციულია და მერვედ იმართება.

რა იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი, რა აქტივობებია დაგეგმილი და რა გამოწვევების წინაშე არიან რეგიონის მეფუტკრე ფერმერები - დღევანდელი, 21 ივლისის გადაცემაში ისაუბრა აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ რევაზ თურმანიძემ.