„ჯერ შენი ნახე“-შემეცნებითი ტურები

21 მაისი 2021, 17:10 13789 ნახვა

„ჯერ შენი ნახე“-შემეცნებითი ტურები

# კონტაქტი

პარასკეობით „კონტაქტი“ პერიოდულად ეთმობა ტურიზმის სექტორს .ვსაუბრობთ იმ რეალობაზე , რომელშიც ტურიზმის სფერო კოვიდ-პანდემიის პირობებში აღმოჩნდა და რამაც უცხოეთიდან შემოსული ვიზიტორების კლება გამოიწვია. შარშან ზაფხულში ძირითადი აქცენტი შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაზე გაკეთდა . წელს კი ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს უკეთესის მოლოდინი აქვთ და ამ მოლოდინს ისიც ამყარებს რომ, რეგიონის ქალაქებსა თუ დაბებში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორები თვალში საცემია. თუმცა, შიდა ტურიზმი ისევ აქტუალურია.

„ჯერ შენი ნახე“ - ასე ჰქვია პროექტს , რომელსაც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ახორციელებს და რომელიც ქვეყნის შიგნით საინტერესო შემეცნებით ტურებს მოიცავს.ამ პროექტზე და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის სხვა აქტივობებზე დღევანდელი, 21 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ლაილა შარაძე -ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ედო ბიბინეიშვილი, პროექტების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.