სეზონური გრიპის პრევენცია

18 ოქტომბერი 2022, 17:10 7055 ნახვა

სეზონური გრიპის პრევენცია

# „კონტაქტი“

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

ვირუსული ინფექციები ყველა დროში იწვევდა საზოგადოების შეშფოთებას . თუმცა, ბოლო წლებში შიში უფრო გამძაფრდა და ამის მიზეზი კორონავირუსი გახდა, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შემოდგომის ბოლო სეზონური გრიპის ცირკულაციის დაწყების პერიოდია. ეს პროცესი მომდევნო წლის მეოცე კვირის ჩათვლით გრძელდება.პიკი დეკემბერ-თებერვალზე მოდის.

სეზონური გრიპი ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.

მედიკოსების თქმით პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია რისკების აცილება.

დღევანდელი, 18 ოქტომბრის გადაცემაში სეზონურ გრიპზე და მის პრევენციაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი.