აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივები

02 ნოემბერი 2022, 17:01 10703 ნახვა

აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივები

# „კონტაქტი“

ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, რაც შესაბამისად ხელსაყრელ პირობებს ქმნის აკვაკულტურის განვითარებისთვის. 2017 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს დარგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად გამოყო და მეთევზე-ფერმერთა საქმიანობის ეფექტურობისა და მდგრადობის ასამაღლებლად „აგრარული ექსტენციის მიწოდების " ქვეპროგრამა აამოქმედა.

2018 წელს კი რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების განვითარების სტრატეგია შემუშავდა. თუმცა, დარგი მაინც ქაოტურად ვითარდება და აკვა-ფერმები პერმანენტულად იხსნება და სხვადასხვა მიზეზით იხურება.

რამდენიმე დღის წინ ტრაპიზონში მეთევზეობის და აკვაკულტურის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა,რომელშიც ჩვენი რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რაზე გაკეთდა აქცენტები და რამდენად შესაძლებელია სიმპოზიუმის ფარგლებში ნანახისა და მოსმენილის ჩვენს რეალობაში გამოყენება -ამაზე დღევანდელი 2 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და მეთევზე-ფერმერი სოფო დიასამიძე .