მაესტრო დავით ბერიძე იუბილარია

14 მაისი 2021, 17:09 10784 ნახვა

მაესტრო დავით ბერიძე იუბილარია

# კონტაქტი

# კონტაქტი

ქართველებს სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ შემოქმედებითი კულტურით და იმ ადამიანებით , ვისი შემოქმედებითი ცხოვრება დახუნძლულია საინტერესო ფაქტებით და ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის სხვების დაოსტატებაში .

დღევანდელი, 14 მაისის გადაცემის სტუმარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დავით ბერიძე, ერთ-ერთი მათგანია.

ის ხვალ იუბილარია-80 წელი უსრულდება.

პირდაპირ ეთერში მაესტროს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და მასთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს ყოფილმა მოსწავლეებმა: ზაირა ვადაჭკორიამ- ბათუმის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ქეთევან მანელიშვილმა- მუსიკოსმა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორის მოადგილემ შემოქმედებითი მიმართულებით