ცეკვა "განდაგანა" და მისი უბადლო შემსრულებლები

07 ოქტომბერი 2022, 18:07 7504 ნახვა

ცეკვა "განდაგანა" და მისი უბადლო შემსრულებლები

# „კონტაქტი“

დღევანდელი, 7 ოქტომბერის გადაცემა ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს ცეკვა „განდაგანას“ და სხვადასხვა პერიოდში მის უბადლო შემსრულებლებლებს დაეთმო.

11 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მათი ხსოვნის საღამო გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა და მუსიკოსთა ლიგა და მასში სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ჯემალ ჩიჩუა, აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა და მუსიკოსთა ლიგის თავმჯდომარე

თემურ ბოლქვაძე,ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბათუმი“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, საპატიო ბათუმელი 

მირანდა ბაღდადიშვილი,ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბათუმი“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორი, აჭარის დამსახურებული არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.