ტრადიციული ხალხური რეწვა

30 აპრილი 2021, 17:05 10733 ნახვა

ტრადიციული ხალხური რეწვა

# კონტაქტი

ტრადიციულად, ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს, კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას, დღემდე შემონახულ ძეგლებს, მათ მნიშვნელობას და პოპულულარიზაციას ეთმობა.

საქართველო უძველესი დროიდან გამოირჩეოდა ტრადიციული რეწვის დარგების მრავალფეროვნებით , სადაც ყველა კუთხეს თავისი თვითმყოფადი სახე ჰქონდა. სწორედ ეს განაპირობებდა და დღესაც განაპირობებს ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას და მის ხიბლს. ტრადიციული რეწვის მეთოდების მომავალი თაობებისთვის გადაცემა და მათი სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ახალგაზრდების ამ მიმართულებით დაინტერესება საკმაოდ პერსპექტიული საქმეა.

დღევანდელი, 30 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ ტრადიციული ხალხურ რეწვაზე , როგორც კულტურული ინდუსტრიის ნაწილზე.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ხალხური რეწვის განყოფილების ხელმძღვანელი მზია ბუიღლიშვილი და მისი მოსწავლეები: ჯული მსხალაძე და სოფია ქარცივაძე.