Melqo (დათო მანჩხაშვილი) / Screach the Floor

02 იანვარი 2021, 14:33 4011 ნახვა

Melqo (დათო მანჩხაშვილი) / Screach the Floor

გასაკვირი არაა რომ ნოდარ მანჩხაშვილის ჯგუფ Soft Eject-ის დრამერის უმცროსი ვაჟი და მუსიკოს ირაკლი მანჩხაშვილის, იგივე ბეთხოს უმცროსი ძმა მუსიკით რომ დაკავდა. დათო მანჩხაშვილმა მუსიკალურ ფსევდონიმად სახელი მელქო აიღო და 14-15 წლიდან სახლში დამოუკიდებლად იკვლევდა გზას მუსიკალურ პროდიუსინგში, ისე რომ თითქმის არავისთვის გაუნდვია საკუთარი   ექსპერიმენტების შედეგი. საყურადღებოა ის ფაქტი რომ დათომ საკუთრი სათქმელის მსმენელადმე მისატან ენად მშობლიური ენა აირჩია, განსხვავებით მისი თაობის უმრავლესობა ქართველი მუსიკოსისგან.

ქართულ ნიუ-მეტალ ჯგუფის Scratch the Floor იუთუბის გერდზე გამოქვეყნებული სიმღერები ვიდეოეკლიპებთან ერთად კიდევ უფრო უსაფუძვლოს ხდის ჩვენს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ აზრს მეტალ-კულტურის და სოციუმის შესახებ, თითქოს ეს სუბ-კულტურა თავისთვის ანრეგრაუნდში არსებობდეს. ინგლისურენოვანი სიმღერების გვერდით, ბოლო დროს გამოქვეყნებული სიმღერები ქართული ტექსტით  სოციალურ-პოლიტიკური პროტესტის ძლიერ მუხტს  ატარებენ.