ბსუ-ს ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა "პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება"

21 დეკემბერი 2020, 17:09 15380 ნახვა

ბსუ-ს ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა "პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება"

#კონტაქტი

ყოველ ორშაბათს "კონტაქტში" განათლების სფეროზე და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ვსაუბრობთ.

დღევანდელი, 21 დეკემბრის გადაცემა პროფესიულ განათლებას დაეთმო.იგი სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2015 წლიდან აქვს მინიჭებული უფლებამოსილება დამატებით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

ახლახან ბსუ-მ , პირველმა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, მოიპოვა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის "პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება" განხორციელების უფლება.

ამ თემაზე "კონტაქტის" სტუმარი იყო ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე