სტუმარი /stumari/ და კოლექტივი /koleqtivi/

13 ნოემბერი 2020, 16:27 4069 ნახვა

სტუმარი /stumari/ და კოლექტივი /koleqtivi/

სტუმარი - ჯგუფი „სტუმარი“ 2000 წელს ნინა ჯანჯღავასა და დათო ხოსიტაშვილის ოჯახური დუეტიდან, რომლესაც „სახლი“ ერქვა, აღმოცენებული ანსამბლი გახლავთ.
1227 მეტრი ზღვის დონიდან ასე ქვია „სტუმარის“ მესამე ალბომს და - სწორედ ამ სიმაღლეზე მდებარეობს კიკეთი, სადაც დათოს და ნინოს ბინა დაუდევთ და იქვე თავიანთ „საავტორო სტუდიაში“ ემსახუებიან მუსიკის მუზებს.

კოლექტივი - ერთი შეხედვით(მოსმენით) ეს ახალბედა ჯგუფი მსუბუქი ინდი-პოპის მიმართულების კოლექტივის შთბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მისი ერთგვარი აბსურდით, ირონიით და იუმორით შეზავებული ტექსტები ამ სიმარტივესა და სიმსუბუქეს უსვამს კითხვის ნიშნებს და დღევანდელი ქართული მუსიკალური რეალობისთვის  მეტად იშვიათ გამონაკლისად აქცევს. „კოლექტივი“ სულ ერთი წელია რაც არსებობს და უკვე ყურადღება მიიქცია, რაც როგორც თავად ჯგუფის წევრები ამბობენ, მათს გეგმებში არ შედიოდა.