ჯგუფები: APRILEE და Beadford Falls

23 ოქტომბერი 2021, 14:11 817 ნახვა

ჯგუფები: APRILEE და Beadford Falls

APRILEE - თბილისელმა ახლაგაზრდა ირაკლი ლომსაძემ 9 წლის ასაკში მუსიკასთან დაწყებული თამაში, თინეიჯერულ პერიოდში მოკლე ექსპერიმენტებით გააგრძელა, საბოლოოდ კი თვით გამოხატვისთვის ჰიპ-ჰოპი აირჩია.
 

ფსევდონიმზე ბევრი არ უფიქრია - საყვარელი აპრილის თვის სახელი აიღო.
 

ბევრად ადრე, ვიდრე მუსიკით დაინტერესდებოდა, ის ლექსებს და მოთხრობებს წერდა. პოეზიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულობა იგრძნობა "Aprilee"-ის როგორც ინგლისურენოვან, ასევე ქართულ ლირიკაში.

ჯგუფი Beadford Falls - ჯგუფს 2014 წლიდან დღემდე- ერთი მცირე და ორი სრული ალბომი აქვს გამოცემული. Beadford Falls-ის შემადგენლობა ასეთია:
დათო ჯიქიძე (ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, ტექსტები) მიხეილ კალანდარიშვილი (სოლო გიტარა), სანდრო დიასამიძე (დასარტყამი ინსტრუმენტი და ვოკალი) და გიორგი მიგრიაური(ბასი).
 

ჯგუფი შარშან სიახლეებით სტუმრობდა გადაცემას და მას შემდეგ,   მხოლოდ  ზაფხულში ორი ახალი სიმღერა გამოაქვეყნეს Idaho და Calipso 001.