The Rylans/Half Moon

07 ნოემბერი 2021, 16:29 926 ნახვა

The Rylans/Half Moon

ჯგუფი The Rylans

 

ჯგუფი ახალია, თუმცა მუსიკოსი, ვის გარშემოც იგი შეიკრიბა საკმაოდ გამოცდილია - მის აქტივშია ჯგუფები The BearFox ორი ალბომით, ასევე ფსევდონიმით Mebo Renard გამოცემული ერთი ალბომი. ეს გახლავთ მებო ნუცუბიძე. ჯგუფის დანარჩენ წევრებს, რომლებიც მებოსთან შედარებით მცირე ასაკისანი არიან თუმცა ასევე აქტიური მუსიკალური ბიოგრაფია აქვთ:
ლევან სიდიანი-ფილფანი (ბასი, ვოკალი, ჭუნირი, ხემიანი საკრავები), დემეტრე ადოლაშვილი (ბასი და  სინთეზატორი), სანდრო ტუღუში (ბასი, გიტარა, ჩანგი, პერკუსია, ბექ-ვოკალი), მებო შენგელია (გიტარა, ქსილოფონი, პერკუსია, კლავიშიანი).
წლევანდელ წელს ჯგუფი სადებიუტო მცირე ალბომით Ab Aeterno შეხვდა. ეს ნამუშევარი კონცეპუალურად შეკრული სამ სიმღერისგან შედგება. მასზე პროდიუსერის რანგში ბეთხომ იმუშავა, მასტერინგზე კი გიორგი ასანიშვილმა.

Half Moon - თორნიკე გაგოშვილი ფსევდონიმით Half Moon განსაკუთრებით ქანთრი და  ბალადური როკის მოყვარულებს დაამახსოვრდებოდა სიმღერებით Listen to Your Heart და Trapped in Downtown.
პანდემიის ფონზე და ვითარებიდან გამომდინარე თორნიკე ძირითადად სტუდიურ მუშაობაზეა გადასული - ჯგუფის წევრ და ხმის ინჟინერ ნიკო გიგინეიშვილთან ერთად სახლის სტუდიაში მუშაობს.
და აი გასულ ზაფხულს მუსიკოსის იუთუბის არხზე ახალი სიმღერა გამოჩნდა - You can stay.