სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება

18 ნოემბერი 2020, 17:44 13724 ნახვა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება

#კონტაქტი

დღევანდელი, 18 ნოემბრის გადაცემის პირველ ნაწილში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD -ის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე, გაეროს განვითარების პროგრამის ენპარდ-პროექტის აჭარის კომპონენტის კოორდინატორმა ვახტანგ კონცელიძემ ისაუბრა.

„კონტაქტის „ მეორე ნაწილი დაეთმო მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობას. გადაცემის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების უფროსი კარლო კეკელიძე.