გადაცემის თემები: ფაროსანასთან ბრძოლის მექანიზმები აგრობარათები ფერმერებისთვის

03 ივნისი 2020, 18:09 22110 ნახვა

გადაცემის თემები: ფაროსანასთან ბრძოლის მექანიზმები აგრობარათები ფერმერებისთვის

#კოტაქტი
დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიზმებზე ვისაუბრეთ. "კონტაქტის" სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ჯამბულ ხოზრევანიძე.
კოვიდ 19-ით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა. იგი სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. ერთ-ერთი აგრობარათების გადაცემაა. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?- ამ თემაზე "კონტაქტის" მეორე ნაწილში ვისაუბრეთ. გადაცემის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე