ახალი კორონავირუსი და დისტანციური რეჟიმი

19 მარტი 2020, 17:02 2064 ნახვა

ახალი კორონავირუსი და დისტანციური რეჟიმი

#კონტაქტი
დარჩით სახლში -ეს მოწოდება დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება .
ეს კი უპირველესად, პრევენციისთვისაა მიმართული.
იმ სიტუაციაში და იმ რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით, იმ საფრთხესთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც ამჟამად ვართ , ფასდაუდებელია თითოეული მოქალაქის როლი და ჩართულობა , პასუხისმგებლობის გაძლიერება - საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად სხვების უსაფრთხოების გათავისება.
დღევანდელი "კონტაქტი"ს სტუმრები (სატელეფონო კავშირით) იყვნენ ნანა მაკარაძე - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ERASMUS+ პროექტის „INTEGRITY“ლოკალური კოორდინატორი, რომელიც ექიმების რეკომენდაციით თვითიზოლაციაშია და სასწავლო პროცესში დისტანციურადაა ჩართული და მამუკა საფარიძე- ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი, რომელმაც ისაუბრა სიახლეებზე , რაც იმ პროგრამების ფარგლებშია დაგეგმილი, რომელსაც ამერიკული კუთხე ახორციელებს და ამჯერად დისტანციურ რეჟიმში სთავაზობს ამ პროგრამების მონაწილე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, და არა მარტო მათ.